2017-12-08 12:06:25, 2221 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი პალესტინას მოუწოდებს, მაჰმუდ აბასისა და მაიკ პენსის შეხვედრა არ გააუქმოს
ვაშინგტონი პალესტინის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრა მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის აღარ შედგება.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თეთრი სახლი პალესტინას მოუწოდებს უარი არ თქვას დეკემბერში პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყევტილება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.
შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადება აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯიბრილ რაჯოუბმა გააკეთა. მისი თქმით, მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
"ჩვენ მას პალესტინის ტერიტორიაზე ვერ მივიღებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრა, დეკემბერში უნდა გამართულიყო. პალესტინის ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას უკავშირდება.
ავტორი: ,