2017-12-07 21:05:23, 2610 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთმა დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
ჩეხეთის რესპუბლიკამ დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, - ამის შესახებ Jewishpress იუწყება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნების შემდეგ, მიიჩნევს, რომ იერუსალიმი ორივე ქვეყნის მომავალი დედაქალაქია.
"ჩეხეთის რესპუბლიკა, აღიარებს დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის ფაქტობრივ დედაქალაქად, 1967 წლიდან არსებული დემოკრატიული საზღვრების ფარგლებში. ოფიციალური პრაღა იერუსალიმში ორივე ქვეყნის დედაქალაქს ხედავს, იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება თელ-ავივიდან, ჩეხეთის საელჩოს გადატანას იერუსალიმში, ოფიციალური პრაღის განცხადებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ძირითად პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ.
ავტორი: ,