02:57 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 11:39:08, 371 ნახვა

პოლიტიკა
კვიპროსმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

 კვიპროსის მრავალპარტიულ პარლამენტში კენჭისყრისას თავი  მხოლოდ მშრომელთა პროგრესული პარტის (AKEL) დეპუტატებმა შეიკავეს. სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხში მხარდაჭერა დააფიქსირეს.

 კვიპროსი რიგით 20-ე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics