09:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 21:25:27, 2092 ნახვა

პოლიტიკა
რექს ტილერსონი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ.-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა  ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნატო-ს სამშვიდო მისიებში შეტანილ წვლილს და აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი.

„დღეს დილით პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველო ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის მსხვილი კონტრიბუტორია, უმსხვილესი ერთ სულ მოსახლეზე ყველა კონტრიბუტორ ქვეყანას შორის და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი. რაც შეეხება ჩვენს ბოლო სესიას, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს საშუალება გახდეს ალიანსის წევრი და არც ერთ მესამე მხარეს არაფერი ეთქმის ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკვე ათწლეულების მანძლზე, მტკიცედ გააგრძელებს ნატოს მე-5-ე პარაგრაფის მხარდაჭერას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთიანი თავდაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, როგორც განსაზღვრულია ნატო-ს ქარტიაში და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც ასევე მოიქცევიან",  - განაცხადა ტილერსონმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზე  ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისპროცესისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics