09:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 16:03:55, 2093 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის

„მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე  საჭიროა შექმნას  ეროვნული, ანალიტიკური სამსახური და არ გეგონოთ, რომ აქ გთავაზობთ დიდ სტრუქტურას და დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. 

„ეროვნულ დონეზე საჭიროა ერთიანი ანალიტიკური ხედვა. ამიტომ ვთვლი, რომ  ჩვენ თუ  გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა, შეიქმნას  ეროვნული ანალიტიკური სამსახური. არ გეგონოთ, რომ აქ გთავაზობთ დიდ სტრუქტურას და დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს. 

ეს შეიძლება იყოს 15 ან 20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ  სხვადასხვა სამინისტროების მიერ განსაზღვრული, განაალიზებული მოცემულობა მოახდინოს ამ საერთო ანალიტიკური  გაერთიანება  და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული  ინტერესის მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისი დანტერესებული პირებისთვის“,-განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics