17:35 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 15:46:44, 2368 ნახვა

მსოფლიო
სოციალურ ქსელში სააკაშვილის მხარდამჭერების და სამართალდამცველების დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების და სამართალდამცველების დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

დღეს გამთენიისას სპეცრაზმელებმა უმაღლეს რადასთან გაშლილი კარვების შტურმი განახორციელეს. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცრაზმი ადგილზე სააკაშვილის დასაკავებლად იყო მისული, თუმცა მხარდამჭერებმა ამის უფლება არ მისცეს.

აღნიშნული შეტაკების შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 სამართალდამცველი და 2 მოქალაქე.

ცნობისთვის, უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქი გუშინ მოეწყო. ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმყოფება. მას შემდეგ ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტის პტერო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები დილიდან ბარიერებს ამაგრებენ და ადგილზე ტომრები, აგურები და ბორბლები აქვთ მიტანილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics