2017-12-06 14:05:49, 1453 ნახვა
სხვადასხვა
ქართველი სტუდენტი Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის
ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე, რომელიც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, სტაჟირებას Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის.
ამის შესახებ ინფორმაციას სან დიეგოს უნივერსიტეტი ავრცელებს.
ლუკა Facebook-მა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი facebook-ში დასაქმდა.
ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა სან-დიეგოში.
„Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, - აცხადებს ლუკა.
ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.
ავტორი: ,