18:51 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 12:55:57, 1039 ნახვა

სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაია პოლონელ გენერალს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ბრიგადის გენერალს მარჩიკა ვოიჩეჩს უმასპინძლა.

შეხვედრა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

საუბრის დასაწყისში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ბრიგადის გენერალმა მარჩიკა ვოიჩეჩმა ქართული და პოლონური სპეციალური ოპერციების ძალების მჭიდრო თანამშრომლობას ხაზი გაუსვეს.

გენერალური შტაბის უფროსმა პოლონეთის სპეცდანიშნულების მეთაურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონური მხარის მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

გენერლებმა ყურადღება ქართული და პოლონური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს.

 

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics