|
2015-05-07 19:37:42, 422 ნახვა
პოლიტიკა
ხადური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „შოკუნიებს“ უწოდებს
„შოკუნიები ხართ თქვენ, გინდათ, რომ შოკი იყოთ, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ“, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ლარის კურსზე და ეკონომიკურ შოკზე საუბრისას. საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ფინანსთა მინისტრს მოუწოდა კონსტიტუცია წაიკითხოს. ჯაფაფრიძემ ნოდარ ხადურს ჰკითხვა, თუ ვინ ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას და კანონის თანახმად განსაზღვრული ერნოვნული ბანკის ამოცანების დაკონკრეტება მოსთხოვა. „ფინანსთა მინისტრი ხართ და მითხარით რა წერია კანონში!“, - განაცხადა ჯაფარიძემ. საპასუხოდ, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება, მათ შორის იგულისხმება გაცვლითი კურსიც. „ასეთი რამე იქ ნახსენები არ არის. კანონი წაიკითხეთ. გაცვლითი კურსი იქ ნახსენები არ არის“, -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)