03:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 20:22:12, 2549 ნახვა

სამართალი
უწყებები, სკოლებში მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და აღნიშნული უწყებების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, არასრულწლოვანთა სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურებასა და ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„უწყებები არსებული გამოწვევების დაძლევის მოკლევადიან და გრძელვადიან გზებზე შეთანხმდნენ. მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში გადაწყდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის შეფასება და მისი როლის გაძლიერება. უწყებები, ასევე, შეთანხმდნენ, სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზე, სასკოლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მონიტორინგის პროცესში, საწყის ეტაპზე, საპატრულო პოლიციის მონაწილეობაზე.

უმოკლეს ვადებში გაიმართება უწყებების წარმომადგენლების მომდევნო შეხვედრა, სადაც სამუშაო ჯგუფის წევრები მანდატურის სამსახურის გაძლიერების და აღნიშნულ სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინირებული მუშაობის საკუთარ ხედვას წარმოადგენენ“,-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics