03:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 15:47:02, 2329 ნახვა

სამართალი
პროკურორი: არ გამოვრიცხავ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, იოსებ ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ილაპარაკებს.

"არ გამოვრიცხავთ, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს და ზოგიერთს სტატუსი შეეცვალოს. მაგრამ ამ ეტაპზე სხვა კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით  ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics