07:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 20:38:07, 2039 ნახვა

საზოგადოება
National Geographic-ი მკითხველს 2018 წელს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

მსოფლიოში პოპულარულმა სამოგზაურო ჟურნალმა National Geographic, 2018 წლის ტურისტული მიმართულებები დაასახელა, რომელთა სიაში საქართველოცაა.

ჟურნალმა სტატია სათაურით „ადგილები რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიოთ“  გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სიაში სულ 21 ტურისტული მიმართულებაა შესული, რომელთა შორის თბილისიც ფიგურირებს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ მიმართულებების შერჩევაში ჟურნალის სრული შემადგენლობა მონაწილეობდა. ჟურნალის ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და სამოგზაურო ექსპერტები მიმართულებებს ადგილების სილამაზით, კულტურითა და ბუნებით აფასებდნენ.

"შეიგრძენით ძველი თბილისის ბუნებრივი შარმი, საქარველოს დედაქალაქი თავბრუდამხვევი ტემპით განვითარდა და ფორმა იცვალა. თბილისში ვიზიტისას თქვენ შეგიძლიათ ქართულ ტრადიციებს გაეცნოთ, ისარგებლოთ 24 საათიანი გოგირდის აბანოს მომსახურებით, დააგემოვნოთ ხინკალი და გაეცნოთ ადგილობრივების ლეგენდარულ სტუმარმასპინძლობას“,- წერს ჟურნალისტი მერლინ კენედი დაქეთი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics