13:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 20:33:46, 2342 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

"დღეს ვესაუბრე ჩინეთის სახელმწიფო მდივანს ჩრდილოეთ კორეის ბოლო ქმედებებთან დაკავშირებით. დამატებითი მასშტაბური სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ უკვე დღეს ამოქმედდება. ეს სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება", - წერს ტრამპი Twitter-ზე.

ამასთან, ტრამპმა არ განმარტა, თუ რას შეეხება ახალი სანქციები.

მოგვიანებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების "დიდი სია" აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბირთვული რაკეტა გამოსცადა, რომელიც ჩინეთიდან 210 კილომეტრში ჩამოვარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics