07:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 18:05:25, 1596 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი  უნივერსიტეტში აგრობიზნესის სისტემური მართვის საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და აგრობიზნესის მიმართულებით სადისერტაციო ნაშრომების ეფექტიანად მომზადებისთვის აქსელერატორის, ე.წ ჭკვიანი ლაბორატორიის მოწყობას გულისხმობს.  

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიმართული იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის და ცენტრის წარმატებული საქმიანობის უზრუნველყოფისკენ.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა, ამიტომაც საგანმანათლებლო სფეროს სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics