06:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 11:10:15, 1821 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „რეგიონთაშორისი  შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“ (Energy- Transregional Opportunities) ერთ-ერთი სპიკერი რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი იქნება.

მალიჟი ამ თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა, სამსახურეობრივ მოვალეობას კიევიდან ასრულებს და პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობისა და პოლიტიკური ინიციატივების წარმართვაზე უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

მალიჟი EBRD-ის 2010 წელს შეუერთდა, როგორც ფინანსური ინსტიტუტების გუნდის დირექტორი, სადაც მან წარმატებით განავითარა ბანკის ბიზნესი დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში და ბანკის საქმიანობა წამოიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

EBRD- ში გაწევრიანებამდე ის იყო BNP Paribas- ის კორპორატიული განვითარების მმართველი დირექტორი საბანკო შესყიდვების მიმართულებით. მისი ადრეული კარიერა იყო ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება  Arthur Andersen and McKinsey & Company-ში, სადაც ის ემსახურებოდა კლიენტებს ინდუსტრიულ, ფინანსურ, მაღალტექნოლოგიურ და სამშენებლო საქმიანობის საკითხებში.

მალიჟი არის ფრანგული ბიზნესსკოლის მაგისტრი. ფლობს ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/energy-transregional-opportunities/212-francis-malige

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics