|
2017-11-18 18:04:11, 2329 ნახვა
საზოგადოება
გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო და ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. „აქ არსებული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყეს. მიხარია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში, გალამაზებასა და კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობა იყოს. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და ქალაქს ალამაზებენ. ჩვენ მათ ამ მიმართულებით ყველანაირად შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს, კახა კალაძის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც ხვალ, ადგილზე გაეცნობა. „ხვალ ვაპირებ, რომ იქ მივიდე და არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, მათი მოწესრიგება და სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებენ. კახა კალაძის დავალებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა ანტივანდალური LED სანათები. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ეტაპობრივად, „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)