|
2015-05-06 14:32:02, 408 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ირაკლი ალასანიას შეცვლაზე ძალიან ნეგატიური რეაქცია მქონდა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის კონპეტენციაში არ შედის, გადაწყვიტოს, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი, თუმცა ფიქრობს, რომ ამ უწყების ხელმძღვანელები ასე ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეფორმების პროცესში, თავდაცვის სფეროში სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ,,თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით მე ხაზგასმით ვთქვი ის, რომ ასე ხშირად თავდაცვის მინისტრები არ უნდა იცვლებიდნენ. ქვეყანაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, ამ სფეროში განსაკუთრებული სტაბილურობაა საჭირო",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მას ირაკლი ალასანიას შეცვლის გამოც, ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. ,,თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ალასანიას შეცვლაზეც მე ძალიან ნეგატიური რეაქცია მქონდა, ამ შემთხვევაშიც მირჩევნია, ბევრად მეტი სტაბილურობა იყოს. აქ არანაირი პოლიტიკური თემა არ არის, აქ არის ქართული არმია და ქართული ჯარი“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)