|
2015-05-06 13:15:43, 425 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნა დროულად მოხდება
იმედი მაქვს, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნა დროულად მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როგორ პარლამენტის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, ამისათვის სრული მზაობაა. „გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის გადაგზავნა დროულად მოხდება. პარლამენტის მხრიდან და როგორც შევიტყვე ოპოზიციისგანაც სრული მზაობაა, რომ მოხდეს დრული განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სხდომაზე მთავრობის დამტკიცება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში, ძალიან ბევრ დელეგაციას ელოდებიან და მთავრობას ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდეტნი არსებულ გარემოებებს გაითვალისწინებს. ამასთან, კითხვაზე - ნაცვლად პრეზიდენტისა, ხომ არ უნდა წარუდგინოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა თავად პრემეირმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული და პრემიერის, ან არც ოპოზიციის გადასაწყვეტი არაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)