23:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 16:24:32, 1748 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება ირანსა და ერაყში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანსა და ერაყში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ირანელ და ერაყელ ხალხს თანადგომას უცხადებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 13 ნოემბერს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც იმსხვერპლა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია ნგრევა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ირანელ და ერაყელ ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ირანისა და ერაყის საზღვარზე გუშინ მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4 ათასი ადამიანი კი, დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics