22:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 19:13:35, 2048 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარიამ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში,  ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა - ელჩს საქართველოში 4-წლიანი დიპლომატიური სამსახურის ვადა ამოეწურა.გიორგი გახარიამ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

გიორგი გახარიამ შეხვედრისას საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოში თურქეთის საელჩოს და პირადად ელჩს, ბატონ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს. მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics