00:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 12:15:08, 1889 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში გაემგზავრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 9-12 ნოემბერს გაიმართება შეხვედრები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან იოახიმ ბერტელესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ანდრეას მიხაელისთან, გერმანიის პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენელთან საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატ როდერიხ კიზევეთერთან და გაეროში გერმანიის ყოფილ ელჩთან, ჰარალდ ბრაუნთან.

შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, 24 ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს, ასევე, საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ებერტის ფონდების, აგრეთვე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

11 ნოემბერს ვიქტორ დოლიძე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის „A Soul for Europe“ მუშაობაში, სადაც სიტყვით გამოვა საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics