02:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 19:51:47, 2194 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები დღეს  ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნეს.

კანონპროექტის შესაბამისად, საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.

შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%.

სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებელ კომპანიებს წარმოადგენენ, დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მთავრობის ხედვის შესახებ საპენსიო სქემის ჩამოყალიბასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს მოსაზრებები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ.

გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობა აღნიშნულ საკითხზე შეჯერებულ კომენტარებს წარუდგენს.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics