19:37 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 16:24:56, 2006 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: გოგა ონიანის დაპატიმრება ავადმყოფური საქციელია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ონიანის დაკავებას ეხმაურება.

სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ონიანის პროფესიულ საქმიანობაზე და მის დაკავებას „ავადმყოფურ საქციელს“ უწოდებს.

„დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგას კრიმინალად გამოცხადება, მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა. ავადმყოფი ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, ჩემს ტვინში ეს აზრადაც არ მომივა. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, თუმცა არაუშავს ყველაფერი დროებითია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი სამართალდამცველებმა დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics