|
2017-11-03 15:49:32, 5484 ნახვა
კომენტარი
კობა კობალაძე: დღეს ყველა ვეტერანი 22 ლარიან დახმარებას ვერ იღებს, ვფიქრობ, ეს საკითხი გამოსასწორებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის კობა კობალაძის განცხადებით, 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებით, სახელმწიფომ ვეტერანებს გამოუყო დახმარება 22 ლარის ოდენობით, თუმცა 2009 წელს დადგენილებაში შესწორება შევიდა, რამაც ბევრი ვეტერანი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა. კერძოდ, კობალაძის განმარტებით, დღეს 22 ლარიანი დახმარება ყველა ვეტერანს არ ეძლევა. კობალაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი გამოსასწორებელია: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა მინისტრს, იმ ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც რეალურად წარადგინა პარლამენტში დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ყველა პარამეტრებში ასრულებს მოთხოვნებს, მთავარია შიდა ჩაშლის განხორციელება. საკითხი იმაშია, რომ ფინანსთა სამინისტროს ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ბევრ საკითხში მათ უწევთ რღვევების ამოვსება. მაგალითად, ჩვენ რომ ვისაუბროთ ვეტერანების შესახებ კანონმდებლობაზე, 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებით, სახელმწიფომ ვეტერანების მიმართ დახმარება გამოხატა 22 ლარის ოდენობით, მაგრამ 2009 წელს მოხდა შესწორება, რომელმაც დისკრიმინაციის როლში ჩააყენა ბევრი ვეტერანი და ზოგი იღებს დახმარებას, ზოგი- არა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ სახელმძღვანელო პრინციპების- "სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანთა უფლებათა ფუნდამენტალურ თავისუფლებათა შესახებ" შესაბამისად აიღო ვალდებულება, რომელთა შორის დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა ვეტერანებთან მიმართებაში შემუშავებულ პოლიტიკასთან დაკავშირებულია მხოლოდ მათ მიერ ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოყენებასთან, სახელმწიფოს არ შეუძლია გამორიცხოს, ან პირიქით, გამოარჩიოს მხოლოდ ვეტერანთა ერთი ჯგუფი, სხვა ვეტერანთა ჯგუფისგან, რომელიც სამწუხაროდ იყო, მაგრამ ჩვენ პირობებში დავიწყეთ ამის გამოსწორება. ეს საკითხი გამოსასწორებელია. მთლიანად რომ ყველა ვეტერანს აღუდგეს 22 ლარის მიღების პირობები, სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება მილიონ 380 000-მდე თანხა. ესეც უკვე ჩვენი შიდა საკითხია ალბათ და მივმართავთ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტს, რეალურად შევისწავლოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ვეტერანთა სამსახურზეა გამოყოფილი",-აღნიშნა კობა კობალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)