13:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 10:59:36, 2489 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან

ტყიბულში, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები უბედური შემთხვევის ადგილზე გუშინვე გაემგზავრნენ. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics