12:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 17:20:45, 2173 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეამ საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლა

თიბისი გალერეამ საერთაშორისო პრინტ ფესტივალს LIFE- N- STYLE ' უკვე მეორედ უმასპინძლა.  ფესტივალის წლვანდელი თემა და კნონცეფცია  LIFE- N- STYLE ' - ცხოვრების სტილი იყო.

ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშს, გერმანიის, ესპანეთის,თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების  მიზანი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის /ხელით ბეჭდვის პოპულარიზაცია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ლითოგრაფიის სახელოსნოები დედაქალაქსა და რეგიონში თითქმის აღარ არსებობენ, ხოლო ხელით ბეჭდვა  ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა  ჩაანაცვლა, უამრავ ნიჭიერ ხელოვანს რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენის შესაძლებლობა არ აქვს.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მხატვრებისთვის ხელით ბეჭდვის ტექნიკის შემსწავლელი სხვადასხვა ვორკშოფი და ტრეინინგი ჩატრადა. მხატვრებს გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობაც მიეცათ.

ხელით ნაბეჭდი პრინტების გარდა, ფესტივალზე  კერამიკის და ტექსტილის ნამუშევრები და სხვადასხვა ვიდეო და ფოტო ინსტლაციები იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა ასევე იხილეს ჩაის და ხელოვნების და ღვინის და  ხელოვნების პრეზენტაციები.

ფესტივალი ქუჩის გალერეის ფორმატით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე წარდგა. მან წელს სტარტი აგვისტოში, ქალაქ ბათუმში აიღო და შემდეგ მესტიაში, თელავსა და ოზურგეთში გადაინაცვლა. წლევანდელი ღონისძების ბოლო გაჩერება თბილისი იყო, სადაც 25 ოქტომბერს, ფესტივალი  ღვინის ქახანაში დასრულდა.

ფესტივალზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ LIFE- N- STYLE-ის ფეისბუქ გვედს Facebook.com/ LIFE N STYLE

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics