|
2017-10-24 16:30:24, 2215 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და „სხივური მედიცინის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სხივური მედიცინის ცენტრში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „სხივური მედიცინის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „სხივური მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა ბესიკ სურგულაძემ. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონ გოგუა, კლინიკის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნანა უბილავა და კლინიკის თანამშრომლები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს 2018 წლის 30 დეკემბრამდე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ამბულატორიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მოქალაქეებს დაურიგდებათ სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლის საფუძველზეც კლინიკა აფხაზეთიდან დევნილებს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს. ცენტრში არსებული აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა. ამბულატორიულ მკურნალობასთან ერთად, ასევე, კლინიკა პაციენტებს ბირთვული მედიცინის კუთხით სტაციონარულ მკურნალობასაც სთავაზობს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. (NS)
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)