20:21 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 14:15:30, 368 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ბრონისლავ კომოროვსკის პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ, მსურს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. საქართველო და პოლონეთი ძლიერი პარტნიორებია და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევუფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

 თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ პოლონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics