17:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 15:21:16, 407 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რატომ დაბრუნდა მინდია ჯანელიძე ძველ თანამდებობაზე

„ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რატომ დაბრუნდა მინდია ჯანელიძე ძველ თანამდებობაზე“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა, მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ის მინდია ჯანელიძესთან, როგორც კრიზიების მართვის საბჭოს ხელმძღვანელთან, ყოველდღიურ რეჟიმში აპირებს ურთიერთობას.

„მინდია ჯანელიძე არის ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ, ის აქამდეც   კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი იყო და დაბრუნდა თავის  თანამდებობაზე. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებ მასთან ურთიერთობას უკვე როგორც მინისტრი ამ საბჭოს ხელმძღვანელთან. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა რატომ დაბრუნდა ის ძველ თანამდებობაზე, მთავარია, რომ   ის იქ არის, სადაც არის და ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებულია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან , თინა ხიდაშელმა დასძინა, რომ მისთვის უცნობია თუ რა თემებზე ისაუბრეს  ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით უსუფაშვილმა  შეხვედრაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics