2017-10-16 18:33:55, 2212 ნახვა
მსოფლიო
კლინტონი: WikiLeaks-ი რუსული დაზვერვის ინსტრუმენტია - მათ ტრამპის გამარჯვება სურდათ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ინტერნეტ საიტი WikiLeaks-ი რუსული დაზვერვის ინსტრუმენტია, - ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის წევრმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჰილარი კლინტონის შეფასებით, საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი "ფსონს დიქტატორ ვლადიმერ პუტინზე დებს".
"სამწუხაროდ, WikiLeaks-ი რუსული სპეცსამსახურების ფილიალად იქცა და მთლიანად რუსული დაზვერვის სამსახურს ემორჩილება. საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი კი ნიჰილისტი ოპორტუნისტია, რომელიც ფსონს დიქტატორ პუტინზე დებს“, - აღნიშნა კლინტონმა.
კლინტონის თქმით, რუსეთმა WikiLeaks-ი მის წინააღმდეგ გამოიყენა, იმისათვის, რომ არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოეგო. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ საიტს საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის შესახებ არასდროს გაუვრცელებია.
ავტორი: ,