12:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 10:14:40, 1815 ნახვა

კომენტარი
არჩილ ხანდამაშვილი: ერთად უნდა ვიშრომოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მერობის კანდიდატი, არჩილ ხანდამაშვილი   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან  ზაქარია შოშიაშვილთან და რამაზ უტიაშვილთან ერთად, წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. 


დღეს ველისციხესა და ქალაქ გურჯაანის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

არჩილ ხანდამაშვილმა  მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა.

,,ჩვენ შრომისმოყვარე ხალხი ვართ, ჩვენ უნდა გავუადვილოთ ცხოვრება ჩვენს ხალხს,   ერთად უნდა ვიშრომოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის. ახალგაზრდები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ რომ უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქონდეთ, ხელიდან არ გაუშვან და გამოიყენონ ყველა ის საშუალება, რომელიც  წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს,“- განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  რამაზ უტიაშვილი  სოფლის მეურნეობის სფეროში საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, ხელისუფლების მხარდაჭერით ბევრ კარგ პროექტს განახორციელებს:


,,მე მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს სოფლის მეურნეობაში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით ბევრ კარგ პროექტს მოვიტანთ გურჯაანელი ახალგაზრდებისათვის, რომელიც  ადგილობრივად გააქტიურებს  მათ საქმიანობას,“-აღნიშნა ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რამაზ უტიაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics