13:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 10:47:24, 2421 ნახვა

სამართალი
ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქსელ „გორგიას" დამფუძნებლის გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ მაღაზიათა ქსელ „გორგიას" დამფუძნებლის, გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდებას. ამისთვის იქირავეს მის მეზობლად ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგენდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმას და განიხილავდნენ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, შესანიღბად ,,პარიკი" და სხვა ნივთები, რაც ამოღებულია გამოძიების მიერ. მას შემდეგ, რაც შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა დანაშაულის განხორციელებისთვის, ბრალდებულები გ.გ., დ.ფ., რ.მ. და ვ.ვ დაკავებულ იქნენ სამართალდამცავების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ვ" და ,,ი" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ცხრიდან თოთხმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics