15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 17:12:14, 1850 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს

ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. 



საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე  პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც საქართველო ფლობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები ნატო-ს ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მათ შორის მზადება ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის. 



„საქართველო წარმატებით ახორციელებს ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის იმპლემენტაციას, რომელიც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, რაც არის ნატოში წევრობა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics