15:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 12:02:30, 1945 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, (Annual Meetings 2017) რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან. აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის ფარგლებში. პროგრამის პირველი მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics