17:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 19:14:03, 805 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის წევრებთან და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ  მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, წარმატებები უსურვა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაში  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე, რომელიც ქობულეთის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, დასახელდნენ წლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლიდან, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება. 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics