01:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 11:16:17, 2429 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის ყოფილი მეთაური: რეგიონი რეალური დამოუკიდებლობისთვის მზად არაა

კატალონიის ყოფილი მეთაურის არტურ მასის შეფასებით, რეგიონი "რეალური დამოუკიდებლობისთვის" მზად არაა, - ამის შესახებ Financial Times იუწყება.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, კატალონიამ ნამდვილი დემოკრატია ჩამოაყალიბოს.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ლიდერებს შორის დისკუსია მიმდინარეობს. 

"მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამის აღიარებას აუცილებლად უნდა მოყვეს ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია კონკრეტული ელემენტები, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა მასმა.

მანვე დასძნა, რომ კატალონიას ტერიტორიული კონტროლის სტრუქტურები, საგადასახადო მოსაკრებლები და სასამართლო სისტემა არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ორშაბათს კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას გეგმავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics