08:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 13:58:13, 2510 ნახვა

სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობის მცდელობისთვის, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს,  დღის საათებში,  ქ. თბილისში,  მ.გ.- მ განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილი მეუღლის ნ.გ.-ს ქმარს ზ.მ.-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.გ.-მ 2016 წლის 3 ივნისს ყოფილი მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა და ხელჯოხით სცემა, შემდეგ კი ნ.გ.-ს მეგობრის ავტომანქანა დააზიანა. მ.გ.-ს ქმედებით ნ.გ.-მ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს.  მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე (მკვლელობის მცდელობა), 111-120-ე (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics