12:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 13:25:59, 2010 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა  იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოტენციური ინვესტორებისათვის არსებულ ხელსაყრელ სამართლებრივ გარემოზე და გამოთქვა სურვილი, რომ იუსტიციის სამინისტროსა და იაპონელ ინვესტორთა შორის მისი დახმარებით საინტერესო დიალოგი შედგეს, რათა იაპონიაში უკეთესად გაიცნონ ის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის შენებასაც საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში.

ტადაჰარუ უეჰარა იაპონიის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. თბილისში ჩამოსვლამდე მას მაღალი მენეჯერული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კომპანიაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics