22:26 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 15:53:06, 2195 ნახვა

საზოგადოება
მერიამ პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთების 1 ლარად გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა

თბილისის მერიამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე ტერიტორიების 1 ლარად გადაცემას, მხარი დაუჭირა.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საკითხის განხილვა გუშინ მოხდა.

პროცედურის თანახმად, საკითხი კვლავ საკრებულომ უნდა განიხილოს, რის შემდეგადაც საბოლოო კენჭისყრა ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ. კვ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის და თაბორის მთაზე 5 000-მ. კვ-მდე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. გადაწყვეტილებას საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics