12:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 12:53:13, 1912 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას განმეორებით შეხვდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაო შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში  14:00 საათზე დაიწყება, თუმცა მედია სასახლეში შეხვედრას არ გააშუქებს.

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც ასევე მიწვეული იყო მმართველი გუნდი, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტთან შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ სურდათ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მათთვის სასურველ ფორმატში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა და ეს შეხვედრა გუშინ შედგა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  პრეზიდენტი იზიარებს  საჭიროებას,  ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებები კონსტიტუციაში რაც შეიძლება მალე აისახოს.

კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, მმართველ გუნდთან ცალკე შეხვედრის შემთხვევაში, მათთან კონსულტაციები კვლავ გაემართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics