11:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 20:35:42, 2071 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ლადო ჭანტურიას რეკომენდაცია გაუწია

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიანი სია მოიწონა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომიტეტმა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია:

 „მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და  სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი  არაერთი კრიტიკული  მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ  ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები. ფაქტია ის, რომ  სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსო კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც, პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი  სამპირიანი სია. დღეს უკვე შევიტყეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში  დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს. მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობებენ,  გაიმართება  მომავალ კვირებში,  სადაც უკვე  საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics