22:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 17:16:08, 2544 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლას მადურო: ტრამპმა ისიც კი არ იცის, სად მდებარეობს ვენესუელა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეოგრაფიის არცოდნაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ Elmundo იუწყება.

როგორც მადურომ აღნიშნა, "ტრამპმა ისიც კი არ იცის, ვენესუელა სადაა".

"ტრამპი ქაღალდზე დაწერილს კითხულობს. მან ისიც კი არ იცის, სად მდებარეობს ვენესუელა, უხსენებ სიმონ ბოლივარის სახელს და როკ-მომღერალი ჰგონია. მან არ იცის, ვინ არის სიმონ ბოლივარი“, - განაცხადა მადურომ.

ნიკოლას მადუროს თქმით, ვენესუელას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ზიანს ვერ მიაყენებს.

მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მადური ტრამპს აკრიტიკებს. 20 სექტემბერს მან რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჰიტლერს შეადარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics