22:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 17:11:56, 2246 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის პოლიციის უფროსის ჰოსეპ ლუის ტრაპეროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ AFP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრაპეროს აჯანყების მოწყობის აგიტაციას ედავებიან.

მედიის ცნობით, კატალონიის პოლიციის უფროსის და ამავე საქმეში, კიდევ 3 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება.

როგორც სააგენტო წერს, 20-21 სექტემბერს ბარსელონაში ეროვნული უშიშროების სამსახურმა მასობრივი რეიდი განახორციელა. ჩხრეკა ძირითადად სამთავრობო ოფისებში ჩატარდა. აღნიშნულს მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის პოლიცია იმაში დაადანაშაულო, რომ ორგანომ რეიდებში მონაწილეობა არ მიიღო.

AFP იტყობინება, რომ აღნიშნული ბრალდება, რომელიც განხორციელებულია საჯარო მოხელის მიერ 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics