21:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:42:51, 1871 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს ტერიტორიაზე ხვალიდან გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +16 გრადუსია, ზოგან წვიმა და ნისლი ფიქსირდება, 5 ოქტომბერს გამოიდარებს და ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, 6 ოქტომბერს +21 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 7 ოქტომბერს +24 გრადუსს პროგნოზირებენ.

დღეს დედაქალაქ თბილისში წვიმა და +10 გრადუსი სითბოა, ხვალ ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება და დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 6 ოქტომბერს უნალექო ამინდსა და +19 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 7 ოქტომბერს +21 გრადუსია ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს უმეტესად უნალექო ამიდია, ტემპერატურა +23 გრადუსს აღწევს, 5 ოქტომბერს +24 გრადუსი სითბო იქნება, 6-7 ოქტომბერს კი ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება.

მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics