|
2017-10-04 11:04:42, 2442 ნახვა
პოლიტიკა
სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა (ვიდეო)
სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა, - ამის შესახებ ApsuaTv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დელეგატებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. "სირიელი ხალხი საერთაშორისო ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს. გვიხარია, რომ ამ წელიწადში აფხაზურ-სირიული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ეს სხვადასხვა უწყებების ერთობლივ მუშაობაზე აისახა. ცოტა ხნის წინ ჩვენთან ჩამოვიდა სირიის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები და საერთაშორისო შეჯიბრი მოეწყო. ასევე იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც აფხაზეთზე რეპორტაჟი მოამზადეს. სირიაში შექმნილი სიტუაცია აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აღელვებს და მას ექსპერტებიც განიხილავენ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დიალოგის ფორმატში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დაურ კოვემ. თავის მხრივ, სირიული დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის მოვლენა, რაც ახლა სირიაში ხდება, რადგან მისივე თქმით, იგივე აქვთ გადატანილი. „აფხაზებმა წარსულში იგრძნეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენი ხალხი ახლა გრძნობს. ჩვენ დავინახეთ, რომ აფხაზური საზოგადოება სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან კარგად არის ინფორმირებული და სოლიდარობას გვიცხადებს. არის მყარი საფუძველი რომ ორმა ქვეყანამ ითანამშრომლოს“, - განაცხადა სანაა აბო ზაიდმა. ამასთან, კოვემ რუსეთის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოფიციალური კრემლი სირიას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარება. მანვე დასძინა, რომ დასავლეთი სირიაში, რუსეთის ქმედებების ბლოკირებას ცდილობს. ცნობისთვის, სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში 27 სექტემბერს ჩავიდა და დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა: "ჩვენ ქვეყნებს ჰყავს საერთო სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი და ეს რუსეთია".
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)