10:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-01 10:33:52, 1746 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს სწორად და თანმიმდევრულად

კახა კალაძე გლდანის მეშვიდე, მეხუთე, მესამე და პირველი მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. 
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებებზე ისაუბრა. 
კახა კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობაზე, რომელშიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო ზონები განთავსდება. 
მოსახლეობასთან შეხვედრისას, თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა გლდანის პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთ სპორტულ მოედანზე დაგეგმილი მშენებლობა და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სამშენებლო კომპანია სანაცვლო ადგილით დაკმაყოფილდეს, ხოლო სპორტული მოედანი რეაბილიტირდება და კეთილმოეწყობა. 
„ჩვენ არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სკვერში, პარკში, სპორტულ მოედანზე და საზოგადოებრივ სივრცეში საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს, თუმცა სწორად, ხარისხიანად და თანმიმდევრულად“ - განაცხადა კახა კალაძემ. 
შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ გრიგოლია ესწრებოდნენ.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics