18:43 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 15:02:48, 1954 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვას აპროტესტებენ. ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ.

დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს.

„ეს მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა არა საზოგადოებისთვის, არამედ ერთი კონკრეტული სასტუმროს კლიენტებისთვის. ამაში ფულის გადახდაც არ უნდა ამ ადამიანს, რომ შეისყიდოს და თბილისის ბიუჯეტში ფული შეიტანოს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ვითარების გასანეიტრალებლად სხდომაზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics