06:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 14:59:01, 2143 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ცვლილებები მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება.

კობახიძის თქმით,  ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს:

„ძალაში რჩება ის რეგულაცია,  რომელიც იყო თავიდანვე ჩადებული კანონპროექტში. კერძოდ, ჯერ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება სრულად საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც თავიდანვე იყო განსაზღვრული, ჩატარდება პირდაპირი წესით და მხოლოდ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics