15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 16:33:54, 2093 ნახვა

საზოგადოება
ილიაუნიდან 25-მდე ლექტორის გათავისუფლებას სტუდენტები გააპროტესტებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე კორპუსთან, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა „ექსპრესნიუსს“ აცნობეს სტუდენტები უნივერსიტეტიდან 25-მდე ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ლექტორების გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი პროცესია.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არგუმენტი, რომელითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ნინო პატარაიამ, ლექტორების გაშვების მიზეზად დაასახელა, არის სრულიად უსაფუძვლო და საღ აზრს მოკლებული.

„ 5 სექტემბერს ამოქმედებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია ჩაშვებული, აშკარად არასწორად ესმით ილიაუნის რექტორს, დეკანსა და ადმინისტრაციას. მიზეზი, რითაც ქალბატონი ნინო პატარაია ხსნის ათეულობით ლექტორის უნივერსიტეტიდან გაშვებას, ავტორიზაციის სტანდარტებში საერთოდ არ წერია“ , - აცხადებენ ილიაუნის სტუდენტები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ შემდეგს: შეწყდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორების უსამართლო დევნა.ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აიღოს პასუხისმეგლობა და გაზაფხულის სემესტრიდან დააბრუნოს უსამართლოდ და უარგუმენტოდ გაშვებული ლექტორები!

სტუდენტების მოთხოვნაა, სტუდენტებისა და ლექტორების მიმართ არაპროფესიონალური მიდგომის გამო დატოვოს თანამდებობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ნინო პატარაიამ.

ამასთან,  სალექციო პერიოდი მაქსიმალურად იყოს მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე, რაც ლექტორების გაშვებით გამოწვეულმა პრობლემებმა ნათლად ცხადყო.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფართო მასშტაბიან აქციას აანონსებენ.

აქცია ხვალ 25 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყება.


 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics