2017-09-23 16:36:26, 2657 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეაში, 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩრდილოეთ კორეაში, ბირთვული პოლიგონის მახლობლად 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბირთვული რაკეტის საცდელი ტერიტორიიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა.
ადგილობრივი სეისმოლოგების თქმით, სტიქია შესაძლოა იარაღის ცდებით არ იყოს განპირობებული. ამასთან, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის მიზეზი შესაძლოა აფეთქება ყოფილიყო.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში მიწისძვრა ბოლოს 3 სექტემბერს მოხდა. 6,3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, შესაძლოა ატომური აფეთქების მორიგმა ცდამ გამოიწვია. მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო მედიამ ქვეყნის ლიდერის ფოტო გაავრცელა, რომელზეც კიმ ჩენ ინი ახალ წყალბადის ბომბთან არის ასახული.
ავტორი: ,